Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=639933&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Lux Auto
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
პრემიუმ კლასის შოუ რუმი და ავტოსერვისი კერძოდ შპს "Lux Auto" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე
ხელფასი: 2000 ლ

ოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და პროდუქციაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
** სოციალური ქსელების მართვა;
** ოფისში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, პროდუქციის შეთავაზება;
** ინვოისების გამოწერა;
** ზედნადებების და ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა;
** საბანკო ოპერაციები;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: luxauto.bf@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია