Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=639925&print=yes&view=jobs
 
ბილინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ცენტრში ბილინგის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამელიორაციო განაცხადების გაფორმების მიზნით აბონენტების სიის მომზადება და პასუხისმგებელი პირებისთვის მიწოდება;
** წყალმომხმარებლებთან მომსახურების განაცხადის გაფორმება და ბილინგის სისტემაში ასახვა;
** არასამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ან/და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** ხელმოწერილი აქტების საფუძველზე ყოველთვიურად შემოსავლების დარიცხვის უწყისის მომზადება;
** კონკრეტული დოკუმენტაციის დადგენილი წესის მიხედვით შენახვა;
** აბონენტებთან კომუნიკაცია, დავალიანებასთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
** აბონენტების დავალიანებებთან დაკავშირებით კომპანიის სხვადასხვა რგოლისათვის ანგარიშების წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის, სამსახურის უფროსის/მოადგილის, სერვის-ცენტრის უფროსის/მოადგილის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ პროგრამებში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** უცხო ენის ცოდნა (სასურველი).

სხვა მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გამართულად წერის უნარი (მათ შორის ელექტრონული მიმოწერა, ანგარიშების მომზადება);
** გუნდური მუშაობის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, მეგობრობის ქუჩა N2;
** ანაზღაურება: 1050 ლარი (დარიცხული ხელფასი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 30.06.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბილინგის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია