Робота для біженців з України
სუში და ცხელების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუში და ცხელების მზარეული
მომწოდებელი: იაპონური რესტორანი ვასაბი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
იაპონური რესტორანი "ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას სუშის და ცხელების მზარეულის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კარიერულ განვითარებას;
** აზიური სამზარეულოს მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობას.

ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ, ისე გამოუცდელ (სწავლის და დასაქმების პერსპექტივით) მზარეულებს, ცხელების და სუშის მიმართულებით.

პირობები:

** გრაფიკი: 12:00-23:00; 14:00-23:00. 4-2-ზე. 40 საათი, 1 საათი ოფიციალური შესვენება;
** ანაზღაურება: 80-85 ლარი დღეში (გამოცდილების შესაბამისად)მზარდი სახელფასო პროექტი;
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე