დასახელება:
ბიზნესის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის ბიზნესის მასწავლებლის პოზიციაზე წყნეთის ფილიალში, რომელსაც შეუძლია A Level-ის (Edexcel) პროგრამის სწავლება XI და XII კლასელებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** A Level-ის (AS & A2) ბიზნესის სილაბუსის სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** ინტერაქტიული და საგამოცდო მოთხოვნებზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება
** მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და უკუკავშირის მიწოდება
** მოსწავლეების მომზადება შიდა და გარე შეფასებებისთვის
** აქტიური მონაწილეობა სკოლის აკადემიურ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში
სავალდებულო მოთხოვნები:
** ბიზნესის, ეკონომიკის ან დაკავშირებული სფეროს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სწავლების სფეროში (სასურველია A Level დონეზე)
** ინგლისური ენის მაღალი დონე (C1 და ზემოთ); სასურველია საერთაშორისო სერტიფიკატი
** საგნის ღრმა ცოდნა და თანამედროვე სასწავლო მიდგომების ცოდნა
** ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი სწავლების პროცესში
უპირატესობად ჩაითვლება:
** Cambridge International (9609) ან Edexcel A Level ბიზნესის სწავლების გამოცდილება
** საერთაშორისო სასწავლო გარემოში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი და კრეატიულობა
** სასწავლო პლატფორმების ცოდნა (Google Classroom, Teams და სხვ.)
info@buckswood.ge
|
|
|
|