დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი/HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
რეპროარტი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მიმართულებით. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.
მეტი ინფორმაციისთვის იხ. https://reproart.ge/
კლინიკა "რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციული კულტურის განვითარებასა და თანამშრომელთა მართვის სისტემების გაუმჯობესებაში, უზრუნველყოფს შიდა პროცესების ეფექტიანად მართვას და თანამშრომელთა გამოცდილების ამაღლებას.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი (HR მენეჯერი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე; 09:30-დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე;
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** შრომით ხელშეკრულებებსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებზე მუშაობა;
** ახალი ვაკანსიების ფორმულირება და ოფერების მომზადება;
** რეკრუტინგის პროცესის სრულყოფილი მართვა (ვაკანსიების განთავსება, გასაუბრებები, შერჩევა);
** თანამშრომელთა მიღების, გათავისუფლების, შვებულებებისა და დასწრების დოკუმენტაციის მართვა;
** შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების შემუშავება და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR პოზიციაზე;
** შრომის კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
** საბუთებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.kozmanashvili@reproart.ge, განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|