Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: Hubs.ge
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი და e-commerce პლატფორმა "Hubs.ge" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის დამლაგებლის პოზიციაზე.

Hubs.ge არის სპორტული ეკიპირების ბრენდების - ნაიკი, ადიდასი, პუმა, მაკრონი - ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც გააჩნია როგორც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა, ისე ფიზიკური მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი.

გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თ. შეშელიძის ქუჩა #88
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-20:00 სთ. შესვენება 15:00-16:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა დღის მანძილზე;
** ზოგადი სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მაღაზიის მიმდებარე გარე ტერიტორიის დასუფთავება;
** ფანჯრების გაწმენდა შიდა და გარე მხრიდან;
** სრული ფართის გენერალური დალაგება კვირაში არანაკლებ ორჯერ.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Hubs.ge-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ hubs.ge უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას hubs.ge-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლე რეზიუმე (CV) ელ- ფოსტაზე: contact@hubs.ge, არაუგვიანეს 13 ივნისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე