Робота для біженців з України
ფასთა გამოკითხვა ვებსაიტის/მარკეტფლეისის შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასთა გამოკითხვა ვებსაიტის/მარკეტფლეისის შექმნაზე
მომწოდებელი: ალუბალა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კოტირება - ტენდერი გამოქვეყნებულია ვებსაიტის (სოციალური მარკეტფლეისის) შექმნაზე, სახელწოდებით "ალუბალა".

მოქმედი ვებსაიტი - https://www.alubala.ge
Facebook - https://www.facebook.com/profile.php?id=61555497857926

ეს პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა:

** გააჩუქონ (ან გააზიარონ) ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდებათ;
** ნივთების გაყიდვისგან შემოსული თანხა, ავტომატურად გადაირიცხოს გამჩუქებლის/გამყიდველის მიერ წინასწარ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

ამ პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ვებსაიტი უნდა იყოს ფუნქციური, მარტივი და ემსახურებოდეს როგორც გამჩუქებლებს, ასევე მყიდველებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს (პროექტებს).

ტენდერი ითხოვს ვებსაიტის შექმნის სრულ მომსახურებას: დიზაინი, ფრონტ და ბექ-ენდ დეველოპმენტი. ასევე ჩაშვების შემდგომი მხარდაჭერა.

პროექტის მცირე მიმოხილვა:

"ალუბალა" არის სოციალური მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩუქოს/გაყიდოს ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდება და გაყიდვისგან შემოსული თანხა, საქველმოქმედო ფონდებში და პროექტებში ჩაირიცხება. ეს პლატფორმა აერთიანებს ქველმოქმედებას, ეკონომიკის ზრდას და სიკეთის გენერაციას.

პროექტი მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს საზოგადოებაზე, რითაც ყველა მონაწილეს შეუძლია იამაყოს.

პროცედურები:

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ:

** საკუთარი პორტფოლიო (ბმულებით ან აღწერით)
** მცირე სამოტივაციო წერილი - მოკლედ, რატომ გსურთ ამ პროექტზე მუშაობა

ელფოსტა: infochariffy@gmail.com

პორტფოლიოს მიღების შემდეგ, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ ტექნიკური დავალება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 553394.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე