Робота для біженців з України
ბეჭდვის შემდგომი დამუშავების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეჭდვის შემდგომი დამუშავების ოპერატორი
მომწოდებელი: ბიზარტი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
პოლიგრაფიული წარმოების სფეროში მომუშავე კომპანია "ბიზარტი" აცხადებს ვაკანსიას ბეჭდვის შემდგომი დამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა: სრული
ანაზღაურება: 1300- 1500 ლარი
ლოკაცია: თბილისი, სოფელი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00

აუცილებელი მოთხოვნები და ცოდნა:

** სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს საყოფაცხოვრებო მარტივ ტექნიკურ საკითხებში
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ფიზიკური მზაობა, მოქნილობა
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს დანადგართან მუშაობის გამოცდილება წარმოების მიმართულებით
** დამატებით პლიუსად ჩაითვლება თუ კანდიდატს უმუშავია საბეჭდ დანადგარებთან, სტამბაში ან სარეკლამო სფეროში დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

** ბეჭდვის შემდგომი დამუშავების დანადგარების მართვა და პროცესის წარმართვა
** ბეჭდვის შემდგომი პროცესის ხარისხის კონტროლი
** ბეჭდვის შემდგომი პროცესებში ჩართულობა
** დანადგარის ბეჭდვის შემდგომი მუდმივ წესრიგში ყოფნა, როგორც ვიზუალურად ასევე
** ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა
** ბეჭდვის შემდგომი პროცესების კონტროლი

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სიახლეების მიმართ მზაობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დაკვირვებულობა;
** სხარტი/აქტიური
** გუნდურობა
** გარემოსთან სწრაფად ადაპტირებადი
** სტაბილური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზციის დასახელება, ან დაგიკავშირდით ნომერზე: 558212429.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ეიჩარ სფეისისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25.06.2025

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე