დასახელება:
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მონდე დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის მართვა
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** სწორი და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა
** განსაზღვრული გეგმებისა და ამოცანების შესრულება
** კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი
** ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** გუნდური მუშაობის ან გუნდის მართვის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** განვითარებაზე ორიენტირებული
** მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** ოპერატიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული+ბონუსი)
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი
** ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე info@monde.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|