დასახელება:
შესყიდვების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
დრიმლენდ ოაზისი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვის პროცესის წარმართვა კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის საფუძველზე, თითოეული სარეალიზაციო პროდუქტის მინიმალური-მაქსიმალური ნაშთის განსაზღვრა და მარაგების ოპტიმალური დაგეგმარების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** მომწოდებლებთან დებიტორულ/კრედიტორული ვალდებულებებისა და გადახდის ვადების კონტროლი;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის, ბაზრის ტენდენციების საფუძველზე;
** მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული ენის ცოდნა სასურველია.
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების კოორდინატორი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
|
|
|
|