დასახელება:
დიზაინ-მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აპარტ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"აპარტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინ-მენეჯერის პოზიციაზე:
"აპარტ ჯგუფი" წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტს, მშენებლობას, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინის სერვისებს. კომპანია ახორციელებს პრემიალურ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო მოცულობების წინასწარი ანგარიშების და პირველადი ფინანსური მოდელის მომზადება;
** საკონტრაქტო ღირებულების და შესრულების ვადების განსაზღვრა / საპროექტო კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოება / შესაბამისი მხარეების ჩართულობით საპროექტო ტექნიკური დავალებების შემუშავება (არქიტექტურა/სანებართვო/სამშენებლო/საინჟინრო (მექანიკა/ელექტროობა)/კონსტრუქციული/ გაყიდვები) და საპროექტოსთან მიწოდება;
** საპროექტო კონტრაქტის საგნის, ვადების, ეტაპების, პირობების და კონტარაქტის დავალების შემუშავება / ჩართულობა კონტრაქტის შედგენის პროცესში;
** საპროექტო, სანებართვო პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** შესაბამისი საპროექტო, სანებართვო დოკუმენტაციის მიწოდება ყველა მხარესთან (სამშენებლო/გაყიდვები/მარკეტინგი და ა.შ...) და ტექნიკური მხარდაჭერა;
** გეგმარებაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი/რეპორტინგი და შესაბამის სამსახურებთან დროული მიწოდება, კოორდინირება;
** საპროექტო დოკუმენტების ტექნიკურ დავალებებთან შესაბამისობის დადგენა, მასალების ჩაბარება და დადასტურება;
** გაყიდვებისთვის და ყველა შესაბამისი რგოლისთვის პრეზენტაციის და საპროექტო საინფორმაციო მასალის მომზადება/წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში საპროექტოსთვის საიტ ვიზიტების და აპარტ ჯგუფის ყველა საჭირო რგოლთან შეხვედრების ორგანიზება და დარეპორტება;
** კომპეტენციის ფარგლებში საჭირო გადაწყვეტილებების მიღება;
** ეტაპობრივად სამშენებლო მოედანზე განხორციელებული/განსახორციელებელი ცვლილებების მონიტორინგი და საპროექტო ან/და სანებართვო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე დროული კომუნიკაცია ყველა პასუხისმგებელ პირთან, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ყველა დაკორექტირებული/დასაკორექტირებელი ნახაზების/ინფორმაციის შეკვრა და კორექტირებისთვის დეტალური ტექნიკური დავალებების შემუშავება, შესაბამის მხარეებთან მიწოდება და შემდეგი მონიტორინგი;
** მშენებლობის დასრულებისთვის და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამის უწყებებთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ArchiCAD-ის და AutoCAD-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@apartgroup.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დიზაინ მენეჯერი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 01 ივლისი
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|