დასახელება:
საგარანტიო პროცესების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თეგეტა თრაქ ენდ ბასი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა თრაქ & ბას" გუნდში საგარანტიო პროცესების ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** MAN ავტობუსების მიმართულებით დაფიქსირებული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით;
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა;
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან და შესაბამისი რეესტრის წარმოება.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი და შესაბამისი რეესტრის წარმოება.
** რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1793
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|