დასახელება:
სტომატოლოგ-პარადონტოლოგი/პერიოდონტალური ქირურგი
|
მომწოდებელი:
რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"რიხტერის კლინიკა" ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს/პერიოდონტალურ ქირურგს, ვინც გუნდთან ერთად იზრუნებს პაციენტების ღრძილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
მდებარეობა: 68ა ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით/პროცენტული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პარადონტოლოგიური და ქირურგიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** ღრძილების დაავადებების მართვა - სკეილინგი, ქირურგიული ჩარევები, პლასტიკა და იმპლანტაციის მომზადება
** პაციენტებთან კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის შემუშავება
** სამუშაო პროტოკოლების დაცვა და გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა
სავალდებულო მოთხოვნები:
** პარადონტოლოგიის ან სტომატოლოგიური ქირურგიის შესაბამისი კვალიფიკაცია
** შესაბამისი ლიცენზია
** ინგლისური ენის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია, მინიმუმ 2 წელი)
** პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის მაღალი უნარი და გუნდური მუშაობის მოტივაცია
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@richters.ge
|
|
|
|