დასახელება:
უმცროსი გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სმარტ ჰელზ
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "სმარტ ჰელზი" არის სწრაფი ტესტებისა და დიაგნოსტიკური მოწყობილობების საცალო და საბითუმო გაყიდვების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებით.
კომპანია მუდმივად ცდილობს თანამშრომელთა განათლების ზრდის ხელშეწყობას და გვიხარია, რომ მალე გუნდს ახალი წევრი შემოუერთდება.
ჩვენი საქმიანობის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლია გაიგოთ ჩვენი ფეისბუქ და ვებსაიტის საშუალებით - https://smarthealth.ge/
თუ გაქვთ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მოტივაცია და გსურთ გამოცადოთ საკუთარი თავი ჯანმრთელობის ინოვაციების სფეროში, კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დისტანციური, სასურველია თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, შეთანხმებისამებრ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან; გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის დრაფტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
** პოტენციური ან ბაზაში არსებული კომპანიებთან კომუნიკაცია და არსებული ბაზის დამუშავება/განვითარება.
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების წარმოება
** მომხმარებლებთან პირობების შეთანხმება და მათთან სამომავლო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულება)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: smhealth.well@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების სპეციალისტი".
|
|
|
|