დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
სმარტ დეკორი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ქ. ბათუმში იხსნება სამშენებლო/ სარემონტო მასალების მაღაზია "სმარტ დეკორი" და აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო - 10:00-დან 19:00- მდე
5 დღე სამუშაო - ორი დღე დასვენება
ანაზღაურება - 1000 ლარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე- კონსულტანტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.
|
|
|
|