დასახელება:
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
|
მომწოდებელი:
ტეტრაპროდუქტი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი/სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15
მოთხოვნები:
** პრისელერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია)
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურება, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე,
დასვენება: შაბათი და კვირა.
აუცილებელია მინიმუმ ერთი თვე, მაქსიმუმ სამი თვე მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობა გამოცდილების მისაღებად და ქსელის ასათვისებლად.
პრისეილერის ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია გამომუშავებაზე საბითუმოდ გაყიდული საქონლის 2%, საცალოდ გაყიდული საქონლის 3% (საშუალოდ 2000 ლ. და ზევით) ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა + 1000 ლ. (გეგმის 100% შესრულებისას), +500 ლ. (გეგმის 80% შესრულებისას) რასაც ემატება პრისეილზე მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს 100 ლ., მეოთხე თვეს 200 ლ. და ხუთისთვის მერე ფიქსირებული 300 ლ.,
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|