Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: sbmstore
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"sbmstore", როგორც მონობრენდული მაღაზია ქართულ ბაზარზე 2012 წელს, JOMA-ს სახელწოდებით გამოჩნდა. სახელი მომდინარეობდა იმ ბრენდისგან, რომელსაც იმ დროისთვის კომპანია წარმოადგენდა. რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "sbmstore", რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი გახდა: Kappa, SELECT, JOMA, uhlsport, MUNICH SPORT, FESSURA;

"sbmstore" ორიენტირებულია საქართველოში სპორტული საცალო და კორპორატიული ვაჭრობის კულტურის განვითარებაზე. როგორც წამყვანი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შემოვიტანოთ უმაღლესი ხარისხის სპორტული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე.

"სბმ თიმ" ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მზად არის გამომწვევებისთვის და დაინტერესებულია კარიერული წინსვლით.

პოზიცია: მაღაზიის მენეჯერის თანაშემწე.

სამუშაო პირობები: 5 სამუშაო დღე 2 დასვენება; კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება ფიქსირებული: 900 + ბონუსი, საშუალოდ 1200-1500 ლარი
კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, ასევე განთავსება და დალაგება.
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
** მენეჯერის მითითებების შესრულება.
** კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: 015@sbm.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე