დასახელება:
ავეჯის კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
პატიო არტი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სარეკლამო კომპანია "პატიო-არტი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავა 35/37
ანაზღაურება: ფიქსირებული, შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადგილზე შესწავლით.
შემდგომში შესასრულებელი სამუშაო:
** ავეჯის დაგეგმარება, პროგრამაში თარგის მომზადება
** ავეჯის მასალების და მექანიზმების შერჩევა
** კლიენტებთან ურთიერთობა
** სპეციფიკაციების და ნახაზების ქარხანაში გადაგზავნა ავეჯის წარმოებაში ჩასაშვებად.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია (არა აუცილებელი) ავეჯის კონსტრუირების პროგრამის ცოდნა.
** სასურველია (არა აუცილებელი) ავეჯის დაგეგმვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Autocad, Archicad)
** აუცილებელია ზოგადად ავეჯის აწყობის სპეციფიკების ცოდნა
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
ჩვენ როგორც გამოცდილი პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე შესწავლას, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას;
** კარიერულ ზრდას და პროფესიულ განვითარებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@patioart.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|