Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: აიმ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "აიმ ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობით კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია თბილისსა და რეგიონებში.

კომპანია "აიმ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პროდუქციით დატვირთვაში მონაწილეობის მიღება / პროდუქციის მითვლა;
** კომპანიის სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიწოდება; თბილისსა და რეგიონების მასშტაბით.
** ავტო მანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია მიკროავტობუსის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება).

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, ერწოს ქუჩა 11. მეტრო ღრმაღელის მიმდებარედ;

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass
** ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1500 -2000 ლარი)
** სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: aim.hr2021@gmail.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი" ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში: +995 577 44 22 80.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე