დასახელება:
ჰოსტესი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სასტუმრო "ხედის" პანორამული რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის თანამდებობაზე.
მდებარეობა - ქ. თბილისი
გრაფიკი - სრული
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.
ჩვენ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ.
მოვალეობები:
** რესტორნის სტუმრების დახვედრა;
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდების რეზერვაციებისა და განლაგების მართვა;
** რესტორნის არსებული სტანდარტების და წესების დაცვა.
უნარები:
** უცხო ენების ცოდნა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: hr@khedihotel.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- "ჰოსტესი".
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
|
|
|
|