დასახელება:
დისპეტჩერი
|
მომწოდებელი:
საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" აცხადებს მიღებას დისპეტჩერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 1 (ერთი) მორიგეობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 12 საათით (კვირაში არაუმეტეს 48 საათისა), 09:00 საათიდან - 21:00 საათამდე ან 21:00 საათიდან - მეორე დღის 09:00 საათამდე. ან 24 საათით 09:00 საათიდან - 09:00 საათამდე (კვირაში არაუმეტეს 48 საათისა).
შრომის ანაზღაურება: ერთ 12 საათიან მორიგეობაზე განისაზღვროს 106 (ას ექვსი) ლარით, 24 საათიან მორიგეობაზე 212 (ორას თორმეტი) ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
** ცენტრის პროგრამაში შემოსულ საქმეზე (გამოძახებაზე) მყისიერი რეაგირება და ორგანიზაციაში დანერგილი სადისპეტჩეროს სამუშაო სტანდარტის გათვალისწინებით მუშაობა.
** შემოსულ საქმეზე გამოძახების გადაცემა ტერიტორიულად უახლოესი თავისუფალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისათვის.
** სამედიცინო დახმარების ბრიგადების მონიტორინგი.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/პროფესიული კოლეჯის სწავლების დიპლომი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobsemsc@moh.gov.ge.
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ "დისპეტჩერი".
შერჩევის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|