დასახელება:
მუსიკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე (4, 5, 6, 7 კლასები) გელოვანის ფილიალში.
"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივცრე, რომელსაც უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვის აღზრდა განვითარების შინაარსის ცოდნა;
** საგნობრივ-პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Internet).
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების, და მართვის უნარი;
** მოსწავლეზე ორიენტირების უნარი;
** სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის უნარი;
** ცალკეულ მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი;
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;
** მოსწავლის სუსტად განვითარებული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი.
სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა)
ანაზღაურება: "ბაქსვუდში" ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მუსიკის მასწავლებელი.
"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|