Робота для біженців з України
HR რეკრუტინგისა და ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR რეკრუტინგისა და ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტინგისა და ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

** კორპორატიულ დაზღვევას 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად განისაზღვრება 1200-დან 1700 ლარის ფარგლებში (ნეტი/ხელზე ასაღები თანხა).
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** HR პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** რეკრუტინგის პროცესის ციკლის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ადამიანური რესურსები);
** სტაჟირება ან სამუშაო გამოცდილება HR/Admin პოზიციაზე (გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word).

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: http://www.elvare.ge

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე