Робота для біженців з України
საბეჭდი დანადგარის ოპერატორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბეჭდი დანადგარის ოპერატორის დამხმარე
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "ფავორიტი სტილი" ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ფავორიტი სტილის" მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

"ფავორიტი სტილის" პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: საბეჭდი დანადგარის ოპერატორის დამხმარე

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აფრიკა, ა.ენუქიძის #5

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბეჭდი დანადგარის ოპერატორის დახმარება ბეჭდვის პროცესში;
** ოპერატორის მიერ დავალებების შესრულება;
** დანადგარის სწავლა;
** მომზადება ბეჭდვის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** ყურადღებიანი.

დამატებითი ბენეფიტები:

** 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:vacancy@phfavorite.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი"

"ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ფავორიტი სტილმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე