Робота для біженців з України
საწყობის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

ვაკანსია: საწყობის უფროსი სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, მარატ ნოზაძის #8
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღების, დასაწყობების, შენახვის პირობებისა და გაცემის პროცესის მართვა
** კომპანიაში სამეურნეო, ტექნიკური და სხვა სახის მარაგების მიღების, ოპტიმალურად დასაწყობებისა და აღრიცხვის პროცესების მართვა
** დადგენილი პერიოდულობით, საწყობის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოწოდებული პროდუქციის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების კორექტირების უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** აღრიცხვის პროგრამაში პროცესის მართვა და ნაშთების რეპორტის მომზადება;
** საწყობის სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია სასაწყობე მეურნეობის მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** Rs.ge-ზე მუშაობის ცოდნა
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sawyobis-ufrosi-specialisti/686

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე