Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კერამიკა საქართველო
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"კერამიკა საქართველო", წარმოადგენს მსოფლიო დონის ბრენდების ინოვაციურ პროდუქტებს სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალების მიმართულებით, რომელიც აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N18

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** შოურუმში ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ოპერატორთან გადამისამართება და შეკვეთის გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: ceramicageorgia@leadersystem.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".

CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე