დასახელება:
ოფისის დიასახლისი
|
მომწოდებელი:
პრემიუმ მეტროპოლ ინკ
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მეგობრული სამუშაო გარემო- გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი - 10:00-14:00 სთ;
სამუშაო ადგილი - ბათუმი, ჟ. შარტავას გამზირი N7;
ანაზღაურება - 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ოფისის სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სანიტარული საშუალებების (საპონი, ხელსახოცი და სხვა) დროულად მომარაგება და
სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** ოფისის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და უზრუნველყოფა;
** ოფისის გარე პერიმეტრის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პერიოდული გენერალური დასუფთავება;
** სპეციალური ღონისძიებების წინ/შემდგომ ოფისის მოწესრიგება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სახის
დავალებების შესრულება.
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** თავაზიანობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infopmi@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 204 410
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|