დასახელება:
მდფ-ის კარის ხელოსანი/ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
აიკო
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"აიკო" არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას მდფ-ის კარის ხელოსნის/ინსტალატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მდფ-ის კარების ინსტალაცია;
** მდფ-ის ე.წ. პლინტუსების ინსტალაცია.
აუცილებელია გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან (გამომუშავებით);
** სამუშაო ადგილი: ერისთავის 1 (დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია).
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მდფ-ის კარის ხელოსანი/ინსტალატორი ან დაგვიკავშირდეთ: 579100070.
|
|
|
|