Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი AMO
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
რესტორანი "AMO" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 8-9 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 8.5 ₾ საათში
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 16 ივნისი

ჩვენ შესახებ

"AMO" - თანამედროვე ქართული რესტორანი მთაწმინდაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერესებული კანდიდატებისგან ველით შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (კლასიკური მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაბელური, თავაზიანი და მოტივირებული დამოკიდებულება;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** უცხო ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი და კონფლიქტების თავიდან აცილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პოზიტიური დამოკიდებულება და ღიმილის უნარი;
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
** საღამოს ცვლაში ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის სრული მხარდაჭერასა და მუდმივ უკუკავშირს

შერჩევის პროცესი:

** კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
** შერჩეულ კანდიდატს მუშაობის დაწყება მოუწევს დაუყოვნებლივ

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com ან/და დაგვიკავშირდით, ტელ: 557 56 57 71

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: პოზიციის დასახელება - თქვენი სახელი და გვარი

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს,  დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი 
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე