Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი/სოციალური მედიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი/სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე.

ჩვენი გუნდი ეძებს კრეატიულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ასევე შეითავსებს სოციალური მედიის მართვის ფუნქციებს. ჩვენ გვესაჭიროება პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია კონტენტის დაგეგმვა, შექმნა, ვიზუალური მასალების აწყობა და კამპანიების ეფექტური რეკლამირება სხვადასხვა ციფრულ არხზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** კომპანიის სოც. მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn და სხვ.) მართვა
** კონტენტის კალენდრის დაგეგმვა და შინაარსის შექმნა
** ვიზუალური მასალების შექმნა (Canva, Photoshop ან სხვა პროგრამების გამოყენებით)
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი (Meta Ads, Google Ads)
** აუდიტორიის ანალიზი და ჩართულობის გაზრდის ღონისძიებების ინიციირება
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ეფექტიანობის ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამისი მიმართულების დიპლომი
** სასურველია მინ. 1 -წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვაში
** კონტენტის წერისა და კრეატიული იდეების გენერირების უნარი
** სასურველია დიზაინის პროგრამების ცოდნა (Canva, Adobe Suite და სხვ.)
** სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტაცია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (თუ გაქვთ) შემდეგ მეილზე: gabelia@myigg.ge

რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სათაურში დააწერეთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე