დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი: 1200 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.
მოვალეობები:
** კაბელ-არხების, ელექტრო და ქსელის კაბელების ინსტალაცია/დაბოლოება;
** საკომუნიკაციო კარადების აწყობა/მონტაჟი;
** მზის პანელების მონტაჟი;
** UPS-ების და აკუმულატორების ინსტალაცია;
** ვიდეო-კამერების, WiFi დაშვების წერტილების, სახანძრო დეტექტორების ინსტალაცია.
** სამუშაო სრულდება როგორც შენობის შიგნით, ასევე საველე პირობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური საქმიანობის შესრულების უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი;
** საველე პირობებში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ინტელკომ ჯგუფი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ინტელკომ ჯგუფს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ინტელკომ ჯგუფი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|