დასახელება:
მაღაზიის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის კონტროლი;
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის სწავლება/ქცევის კონტროლი;
** სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|