დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Super
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
"სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, მიმდინარედ ვეძებთ ახალ წევს მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო პერიოდი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი
** ანაზღაურების ოდენობა: ფიქსირებული - 1700 ლარი, ბონუსი 1000-1600 ლარის ფარგლებში
მაღაზიის მენეჯერის პასუხისმგებლობა მაღაზიის ეფექტური ფუნქციორების უზრუნველყოფაა, რისთვისაც უნდა შესრულდეს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და შეკვეთების გაფორმება;
** მაღაზიის ადამიანური რესურსის მართვა, დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემა;
** მაღაზიის სალარო ოპერაციების მართვა;
** მაღაზიის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა;
** მაღაზიის ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხების, წესრიგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის უსაფრთხოების (დაზიანება, დაკარგვა) უზრუნველყოფა, მასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტური მართვა;
** პროდუქციის გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა;
** ინვენტარიზაციის (გეგმიური, მოთხოვნა/საჭიროების შესაბამისად) პროცესის მართვა;
** სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, მსგავს თანამდებობაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; იდენტურ სფეროში (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშო) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია, უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (ვერბალური კომუნიკაციისთვის);
** აუცილებელია, Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი და კოლეგიალურობა;
** ემპათიურობა და ობიექტურობა;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში);
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, 02 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, აუცილებლად ქართულ ენაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება), მისამართზე: HR@superstore.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - მაღაზიის მენეჯერი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|