დასახელება:
შეფ-მზარეული
|
მომწოდებელი:
ლოს ამიგოს
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
მექსიკური სწრაფი კვების ობიექტი "Los Amigos" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობა მენიუს დაგეგმვასა და განახლებაში, ახალი რეცეპტების შექმნაში;
** სამზარეულოს გუნდის მართვა
** ხარისხის კონტროლი - საკვების პრეზენტაციისა და გემოვნური სტანდარტების დაცვა;
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სასაქონლო მარაგების ეფექტური მონიტორინგი, მართვა და შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის სწორად განსაზღვრა
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება, მარაგების კონტროლი;
** ჩამოწერების და კალკულაციების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება კულინარიის განხრით (ჩაითვლება უპირატესობად);
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მართვის/ლიდერობის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: დილის ცვლა: 10:30-18:30; საღამოს ცვლა: 18:00-02:00.
** ლოკაცია: ვაკე. ოთარ თაქთაქიშვილის #3;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე.
ბენეფიტები:
** ცვლის განმავლობაში ერთჯერადი კვება.
** ღამის ცვლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გადმოგზავნოთ CV მეილზე: Losamigos.vake@gmail.com (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 070942.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|