Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"FK Development", კომპანია, რომელიც განახორციელებს საქართველოს პირველ ხელოვნურ კუნძულებს — Batumi Islands პროექტს, ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც გამართულად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე
** ზარების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება Batumi Islands პროექტის შესახებ
** კლიენტების ინტერესების იდენტიფიცირება და გაყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის გადაცემა
** მონაცემების სწორად დაფიქსირება CRM სისტემაში
** საერთაშორისო კლიენტებთან კორესპონდენციის წარმოება

სავალდებულო მოთხოვნები:

** თავისუფლად საუბარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული მუშაობის სტილი
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM - უპირატესობა მიიჩნევა)

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა გახდეთ ისტორიული პროექტის ნაწილი
** კომფორტული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის პერსპექტივა
** ფიქსირებული ანაზღაურება + მოტივაციური ბონუს სისტემა

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მეილზე: info@fkdevelopment.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე