Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638648&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: The Grandeur Hotel
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სასტუმრო "The Grandeur Hotel" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

The Grandeur Hotel — ბათუმის გულში მდებარე, 5-ვარსკვლავიანი პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, მაღალი სტანდარტების მომსახურებითა და განსაკუთრებული სერვისებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია (chek in) და გაშვება (chek out).
** ჯავშნების მიღება, განახლება და გაუქმება სატელეფონო ზარით, ელექტრონულად ან ადგილზე.
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებზე, ფასებზე და წესებზე.
** გადასახადების მიღება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება), ქვითრების და ინვოისების გაცემის ორგანიზება.
** ნომრების განაწილება და მათი სტატუსის მონიტორინგი (დასუფთავებულია, დაკავებულია, შესაკეთებელია და სხვ.).
** სტუმართა საჩივრებზე და მოთხოვნებზე რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადაგზავნა შესაბამის სამსახურთან.
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და სპეციალურ პროგრამაში მონაცემების სწორად დაფიქსირება
** დღიური ცვლის ანგარიში - ცვლის ბოლოს აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა მომდევნო ადმინისტრატორისთვის.
** კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან (დიასახლისები, ტექნიკური სამსახური, დაცვა და სხვ.).
** სასტუმროს შიდა წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.
** ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, ელ. ფოსტა, სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა).
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი მიდგომა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი, სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 1200 ლარი.
** სამუშაო დრო: 08:00-16:00, 16:00-00:00, 00:00-08:00
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №5.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nino.durglishvili@hiro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500 447 029

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს White Sails Residential Hotel ს/კ 445576458 მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@wsr.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია