Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638640&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ვაკანსია TBILISI PARKING პროექტისათვის
პოზიციის დასახელება: კონსულტანტი (შრომითი ხელშეკრულება)
კატეგორია: მომსახურება (თბილისის პარკინგის პროექტის ფარგლებში)
თანამდებობრივი სარგო: დარიცხული 1397.55 ლარი (საშემოსავლო/საპენსიო გადასახადის ჩათვლით)
სამსახურის ადგილმდებარეობა: სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული PARKING INFO ჯიხური
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 9 დან 5 საათამდე ან 10 დან 6 საათამდე.
პროექტის ხანგრძლივობა: 3-6 თვე

ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომობილის პარკირების წესების თაობაზე;
** ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, მომსახურების ხარისხის სტანდარტის და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ;
** ასრულებს ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სხვა სამუშაო დავალებებს.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** აუცილებელია რეზიუმეს თან ერთვოდეს სამოტივაციო წერილი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია