დასახელება:
ტენდერების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Master Tools
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS" ი, აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "MASTER TOOLS"ი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც 12 წელზე მეტია, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების). ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი სერვის ცენტრით ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვიძლევით გარანტიას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
სახელფასო განაკვეთი: (ხელფასი განისაზღვრება სტაჟისა და ცოდნის მიხედვით).
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** სარემონტო მასალების ცოდნა კერძოდ საღებავების.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა კლიენტის მოთხოვნების სრული დაცვით;
** ტექნიკურ, ფინანსურ, იურიდიულ დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** სამთავრობო უწყებებსა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერებთან დაკავშირებული განმარტებებისა და განახლებების მიღების მიზნით;
** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
** წარუმატებელი ტენდერების გაანალიზება და გამოცდილების გათვალისწინება მომავალი შეთავაზებების მომზადებისთვის;
** კონკურენტი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, ხარვეზების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად საჩივრის მომზადება და დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერის სტატუსისა და მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** MC Office მაღალ დონეზე ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე: info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|