Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638615&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალიანს პალასი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
აპარტ-ჰოტელი "ალიანს პალასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ფრონტ ოფისის მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების ცოდნა
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასტუმროს მართვის სისტემებთან (Opera PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 2 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: "ადმინისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია