დასახელება:
Android დეველოპერი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას Android დეველოპერის თანამდებობაზე.
კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
** Android აპლიკაციების შემუშავება, ოპტიმიზაცია და მხარდაჭერა;
** "Backend"-თან ინტეგრაცია (REST API, WebSocket);
** სამოდულო და საინტეგრაციო ტესტების წერა.
განათლება და გამოცდილება:
** Java/Kotlin-ის სრულყოფილი ცოდნა;
** Android SDK-სთან და Jetpack Components-თან მუშაობის გამოცდილება;
** ჩაშენებული Android მოწყობილობებისთვის აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** Coroutines-თან მუშაობის გამოცდილება;
** არქიტექტურული პატერნების ცოდნა (MVVM, MVI, Clean Architecture);
** Retrofit, OkHttp, Ktor ბიბლიოთეკებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლოკალურ საცავებთან მუშაობის გამოცდილება (Room, SharedPreferences, SQLite);
** მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
** GIT-თან, CI/CD-თან მუშაობის გამოცდილება;
** Dagger/Hilt-თან, Koin-თან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** Unit/Instrumented ტესტების დაწერის გამოცდილება (JUnit, Espresso) (ჩაითვლება უპირატესად);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა (წერითი და ვერბალური ნაწილი).
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2025.
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
|
|
|
|