დასახელება:
უფროსი საოპერაციო ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია "Foresight Investment Group" აცხადებს უფროსი საოპერაციო ოფიცრის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ.N4 კატეგორია: ფინანსები/ადმინისტრაციული დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
ფინანსური მენეჯმენტი:
** ბიუჯეტირება და შესრულების მონიტორინგი
** ბუღალტერიის ზედამხედველობა
** ფინანსური რეპორტინგი (მარეგულირებელთან, შიდა ანგარიშგება პარტნიორებთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან)
** აუდიტის პროცესის წარმართვა
** ბანკებთან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებთან ურთიერთობა
კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის საოპერაციო მართვა:
** საოპერაციო დეპარტამენტის პროცედურების შექმნა, დანერგვა და შესრულების ზედამხედველობა
** კომპანიის ციფრული პლატფორმის ბექ-ოფისის მართვის ზედამხედველობა
** შიდა საოპერაციო სააღრიცხვო სისტემის გამართვა და ზედამხედველობა
** ოპერაციული პროცედურების რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სხვადასხვა დეპარტამენტების შიდა პროცესების შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობა
IT სისტემების ინფრასტრუქტურის მართვა:
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო IT ინფრასტრუქტურის შენარჩუნების (maintenance) ზედამხედველობა
** IT პროცესების ავტომატიზაციის ზედამხედველობა
** ციფრულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ვენდორებთან ურთიერთობა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 7 წლიანი ბანკის საოპერაციო, აუდიტი, ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით (2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე);
** უმაღლესი განათლება საბანკო, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე, PDF ფორმატით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@foresight.ge და დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების გადარჩევის შემდგომ, ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატები გაივლიან წერით და გასაუბრების ეტაპს შესარჩევ კომისიასთან.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|