დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Georgian Logistic Group - GLG
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ლოჯისტიკური (სატრანსპორტო) კომპანია "Georgian Logistic Group" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 12 წელია და მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ/ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების გზით. 2014 წლიდან კომპანია WCA World-ის წევრია, ხოლო 2025 წლიდან Wave Network-ის.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ლოჯისტიკის მენეჯერს სახმელეთო მიმართულებით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით).
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** გადაზიდვის ფასის / ავტოტრანსპორტის მოძიება;
** გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი;
** ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** სანდო პარტნიორის მოძიება და ურთიერთობის დამყარება;
** არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკების წარმართვა;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
** გადაზიდვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.
a.shervashidze@glg.ge
|
|
|
|