Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638554&print=yes&view=jobs
 
ტექნოპარკის მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოპარკის მიმღები
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნოპარკის მიმღების პოზიციაზე.

ტექნოპარკის მიმღები:

** სააგენტოს მეილზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
** ტექნოპარკში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
** დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნოპარკში საინფორმაციო ტურების ორგანიზება/ჩატარება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი.
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.
** ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ტექნოპარკის მიმღები.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია