Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638538&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანია AACC პარტნიორი ორგანიზაციისთვის - "კიკეთის კონცეპტუალური სივრცე / კიკეთის ფერმა"- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

კიკეთის ფერმა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, ბუნებრივ გარემოსა და დასვენებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სასტუმრო ოთახების, სველი წერტილებისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების შესაბამისად;
** მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება და ნარჩენების მინიმიზაცია შესაძლებლობის ფარგლებში;

პირობები:

სრული განაკვეთი, 40სთ-იანი სამუშაო კვირა;
(დილის ცვლა: 09:00-18:00; საღამოს ცვლა: 14:00-23:00)
ადგილმდებარეობა: კიკეთი (თბილისის ცენტრიდან 30 წთ მოშორებით)
ტრანსპორტირება: დილის ცვლის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას საბურთალოდან, ასევე ტრანსპორტირების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ;
ანაზღაურება: 1100 ლარი (Net);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ უმარტივესი კითხვარი ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1Ndjqc01QWXrzAD6GyNzef7iICynXRZvcKdsCPGnqfII/edit ან გადმოგვიგზვნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@aacc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "დიასახლისი-კიკეთის ფერმა".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია