დასახელება:
სუნამოს გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სუნამოს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი; აღმაშენებელი; სანდრო ეული
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (12:00-21:00); 2 დღე დასვენება (ორშაბათი-სამშაბათი)
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდული ნივთიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება სუნამოს გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია.
|
|
|
|