დასახელება:
სააგენტო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
GASA
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას სააგენტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებთან სისტემატური შეხვედრების ორგანიზება/განხორციელება;
** კომპანია "გასა"-ს პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სააგენტოებისთვის და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** დროის ეფექტური მართვა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტის ხარჯებს.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@gasa.ge
აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|