დასახელება:
ბელბოი
|
მომწოდებელი:
მზიური გარდენსი
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"NQ Hospitality Management Group" ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.
"მზიური გარდენსის კომპლექსში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბელბოის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის ქ. 14
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების თბილი და თავაზიანი მიღება;
** სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ნომერში მიწოდება ჩამოსვლისას და გამგზავრებისას;
** სტუმრების გაცილება ნომრიდან და ბარგის ტრანსპორტირება შესაბამის ადგილამდე;
** ავტოსადგომიდან ბარგის/დოკუმენტაციის მოტანა/გატანა საჭიროებისამებრ;
** ლობის და საზოგადოებრივი სივრცეების სისუფთავის და წესრიგის მონიტორინგი;
** სტუმრებისათვის გზის ჩვენება აპარტოტელის ტერიტორიაზე და ნომრებამდე მიყვანა;
** სტუმრებისათვის სხვადასხვა სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში;
** გესტ რელეიშენის გუნდთან და ფრონტ ოფისთან კოორდინაცია - სტუმრის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** განსაკუთრებული მოთხოვნების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება;
** საკურიერო მომსახურების უზრუნველყოფა აპარტოტელის შიდა ან ახლო ტერიტორიაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება;
** სასურველია სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** თავაზიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური;
** ძირითადი ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** დროის ეფექტურად მართვა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ვიზუალური სისუფთავისა და პრეზენტაბელურობის მაღალი სტანდარტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|