Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=638139&print=yes&view=jobs
 
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მომზადება
** ფენოვან/ნახევარ ფენოვან ცომთან მუშაობის გამოცდილება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** დახლების რეგულარულად შევსება
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: recruitment@daily.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია