"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის ოპერატორის პოზიციაზე.
"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.
თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და დახმარება
** ავიაბილეთების მოძიება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების მოხმარების უნარი;
** სოციალური ქსელებში მუშაობის გამოცდილება;
კომპეტენციები და უნარები:
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი; დასვენება - შაბათი, კვირა, განიხილება ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობა.
ანაზღაურება: 800 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@aviage.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის ოპერატორი".
კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს "ნიუსვანს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
|