დასახელება:
ცხელი ხაზის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი IV მ/რ 113ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
ანაზღაურება: 770 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი).
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
** სატელეფონო საუბრისას პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტის მონაცემების გადამოწმება პროგრამაში და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტისთვის სასურველი დროის შერჩევა გამოკვლევისთვის და ვიზიტის ჩანიშვნა;
** პაციენტთან ტელეფონით დაკავშირება და გეგმიურ და მეორად კვლევებზე მოწვევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
|
|
|
|